ცაგერში ლომისის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი გაიხსნა

სამონასტრო კომპლექსი ბიზნესმენმა ვოვა თუთისანმა ააშენა
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ცაგერში ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

საქართველო წმინდა გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი სოფელ ჩქუმში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაიხსნა. ის ბიზნესმენმა ვოვა თუთისანმა პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ააშენა. 

ტაძარი ორი წლის განმავლობაში შენდებოდა და მისთვის საბერძნეთიდან  სპეციალურად ჩამოაბრძანეს ათონის მთაზე დაწერილი  ხატები.  

საზეიმო წირვა მეუფე სტეფანემ აღავლინა. სამონასტრო კომპლექსის კურთხევას სასულიერო პირები, პოლიტიკოსები და მრევლი ესწრებოდა.