როგორ ავიღოთ მშენებლობის ნებართვა: სპეციალისტის რჩევები

მშენებლობის ნებართვის გაცემა კი მოიცავს რამდენიმე სტადიას, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კლასის ნაგებობის მშენებლობა უნდა განხორციელდეს
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მოქალაქეთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკანონო მშენებლობა მათ დაჯარიმებას გამოიწვევს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ საადვოკატო ბიურო OK & CG-ს დამფუძნებელმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

„ხშირად მოქალაქეებს სურთ მშენებლობის ნებართვის მიღება, თუმცა არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები, რომელ ორგანოს უნდა მიმართონ და რა პროცედურების დაცვით ხორციელდება ნებართვის გაცემა“, — აღნიშნა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობები, შესაძლოა, სეისმომდგრადობაზე შემოწმდეს

მისი თქმით, მშენებლობა რამდენიმე სახისაა და მოიცავს ახალ მშენებლობას, რეკონსტრუქციას, რემონტს, დემონტაჟს, ლანდშაფტურ მშენებლობას, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟს/განთავსებას. მშენებლობის ნებართვის გაცემა კი მოიცავს რამდენიმე სტადიას, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კლასის ნაგებობის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.

„ზოგადი წესის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის თქვენ უნდა მიმართოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს — ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურს. მხოლოდ მე-5 კლასის მშენებლობის ნებართვას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“, — განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.

მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას ეკოლოგიის სამსახურთან შეთანხმება სავალდებულო ხდება

მე-5 კლასის მშენებლობა გულისხმობს შენობა-ნაგებობებს რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები). 

მისი განმარტებით, მშენებლობის ნებართვის ასაღებად და იმისათვის, რომ მოხდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, პირველ რიგში განცხადების წარდგენაა საჭირო.   

განცხადებას თან უნდა დაერთოს 

1.მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა

2.მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა

3.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის კვლევის შედეგები

4.არქეოლოგიური კვლევის შედეგები

5.მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა

6.მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალა

7.განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. 

„შემაშფოთებელი სტატისტიკა" – კალაძე თბილისში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე

მეორე ეტაპზე ხდება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. განცხადებას თან უნდა დაერთოს ისეთი დოკუმენტები როგორიცაა:

1.სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,

2.განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები,

3.არქიტექტურული პროექტი და სხვა.

იურისტის განმარტებით, მითითებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხორციელდება მშენებლობის ნებართვის გაცემა, ხოლო ასეთი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს გაასაჩივროს მიღებული უარის კანონიერება.