„მსოფლიო რბენა“ - მარათონის გამო კახეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირებისთვის სპეციალური ადგილი გამოიყოფა.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მარათონთან „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, 6 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან — „მსოფლიო რბენა“ — დაკავშირებით, ხვალ, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმის ნახევარმარათონი Sputnik-საქართველოს ფოტორეპორტიორის ობიექტივში

ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე — გურჯაანი-აფენი-კაბალი.

გარდა ამისა, შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.