ახმეტაში დაღუპული მამაკაცი მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა

სპორტსმენი ხრამში 150 მეტრ სიმაღლიდან გადავარდა. მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ მის ამოყვანას.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ახმეტის რაიონში, ხადორის ხეობაში, ხევში დაღუპული 26 წლის მამაკაცი, პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გიგა ტყემალაძეა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა. 

ტრაგედია ნადირობისას: ახმეტაში მაშველებმა ხრამიდან 26 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენი აშშ-ში ცხოვრობდა და საქართველოში დროებით იყო ჩამოსული. თვითმხილველების ინფორმაციით, მას კლდიდან ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ტყემალაძე ხეობაში თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, სპორტსმენი  ხრამში 150 მეტრ სიმაღლიდან გადავარდა.