მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ მოდის ჟურნალისტებს უმასპინძლეს

პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინა დათუნა სულიკაშვილის კოსტიუმები, რომლებიც საქართველოს პირველ ლედის სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე ემოსა.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში, Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში, უცხოური მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე სხვადასხვა გამოცემების —„ფორბსის“ „ვოგის“, „ელის“ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები იყვნენ მიწვეული.

Прием в президентском дворце

Mercedes-Benz Fashion Week-ი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ჩატარდება 5–9 მაისს და თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაიერებს, მოდის კრიტიკოსებს, fashion-ფოტოგრაფებსა და მედიის წარმომადგენლებს მოუყრის თავს.

Прием в президентском дворце

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ 90 სტუმარს მიმართა და ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების კუთხით ქართული მოდის ინდუსტრიის მიმართულების გაძლიერებაზე ისაუბრა.

სასახლეში წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი დიზაინერის დათუნა სულიკაშვილის კოსტიუმები, რომლებიც საქართველოს პირველ ლედის მაკა ჩიჩუას სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე ემოსა.

Мака Чичуа и Георгий Маргвелашвили на приеме в президентском дворце

მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები, გამოფენები და მასტერ-კლასები. კვირეულს ცნობილი სამოდელო ჟურნალების კრიტიკოსები და ჟურნალისტები აშუქებენ.  

Мака Чичуа на приеме в президентском дворце

Mercedes-Benz Fashion Week-ი თბილისში კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროებისა და აგრეთვე ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმართება.