რა პირობებში იმყოფებიან ცხოველები დიღმის ბაზრობაზე

დიღომში არსებულ ცხოველების ბაზრობაზე დარღვევები აღმოჩნდა
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დიღმის მასივში არსებულ ე.წ. ცხოველების ბაზრობაზე გასაყიდად გამოყვანილი ცხოველების კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციისა და მოვლა-პატრონობის პირობები შეამოწმა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცხოველებით მოვაჭრეები სააგენტომ მოქალაქეთა შეტყობინების საფუძველზე შეამოწმა, რომლის შედეგად გამოვლინდა ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის რამდენიმე ფაქტი.

თამაზ ელიზბარაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა — აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე

კერძოდ, მეპატრონეებმა კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დაარეგისტრირეს ცხოველები, არ უზრუნველყვეს მისი სათანადო კვება-დაწყურვება და შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნა. აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 8 ლარის ოდენობით.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არსებული ვითარება კანონის ფარგლებში მოექცეს და ცხოველების მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„სააგენტოს მიზანი არ გახლავთ ადამიანების დაჯარიმება, არამედ ამ სფეროში არსებული პრობლემების ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ გამოსწორება“, — განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.