ზუგდიდში მძღოლების აქცია მიმდინარეობს

მძღოლები მასშტაბური აქციების დაწყებით იმუქრებიან.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება ადგილიდან  „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ავტობუსის მძღოლები თურქული კომპანია Metro-ს წინააღმდეგ გამოვიდნენ

აქციის მონაწილეები ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობასთან არიან შეკრებილები და გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ.

მძღოლების განცხადებით, ქალაქში უნდა გაუქმდეს კერძო სადგურები.

მძღოლები  ხელისუფლებას პრობლემის დროული მოგვარებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციების დაწყებით იმუქრებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.