The Guardian: ქართველი რეჟისორი ქალების გამოწვევა პატრიარქალური საზოგადოებისადმი

ქართული კინოს ფესტივალზე ლონდონში წარმოდგენილი ნამუშევრების ნახევარზე მეტი რეჟისორი ქალების მიერ არის გადაღებული
Sputnik

თბილისი, 4 მაისი —  Sputnik. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ქართული კინემატოგრაფიის თანამედროვე რეჟისორ ქალებს სტატია მიუძღვნა.

ამ დღეებში ლონდონში ქართული კინოს ფესტივალი „ცხოვრება, ასახული კინოში“ მიმდინარეობს. რიგით მეხუთე ფესტივალი  პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავსა და ქართული კინემატოგრაფიის 110 წლის იუბილეს ეძღვნება.

ქართული კინო ლონდონში: ბრიტანელები კლასიკასა და სიახლეებს გაეცნობიან >>

The Guardian-ის მასალაში ორი კინოფესტივალია შედარებული — კანის მომავალი ფესტივალი და ქართული კინოს ფესტივალი ლონდონში. სტატიის ავტორი კეტ კლერკი აღნიშნავს, რომ კანის კინოფესტივალის პროგრამაში სულ ორი ფილმია, რომელიც ქალი რეჟისორის მიერ არის გადაღებული, მაშინ, როდესაც ლონდონის ფესტივალის პროგრამაში ნახევარზე მეტი ასეთი ფილმია.

„კანის კინოფესტივალი მომდევნო თვეში იწყება. სავალალო სურათია ქალი-რეჟისორების არარსებობის გამო — მთავარ კონკურსში 21-დან სულ სამი ფილმია გადაღებული ქალების მიერ“, — წერს ჟურნალისტი.

ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველი ქალების ახალი თაობა, რომლებიც ფილმებს იღებენ, ქვეყნის მკაცრად პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებული გენდერის როლს უპირისპირდება.

ქართულ კინოს გერმანიის საერთაშორისო ფესტივალზე უჩვენებენ

სტატიაში აღნიშნულია ქართველი რეჟისორების, ნანა ექვთიმიშვილის („ჩემი ბედნიერი ოჯახი“) და ელენე ნავერიანი (მოკლემეტრაჟიანი დრამა „ანასირმას სახარება“).

ქართული ფილმების მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალი ლონდონში 1-8 მაისს იმართება. ერთი კვირის განმავლობაში Terroirs Trafalgar Square-ში და Regent Street Cinema-ში აჩვენებენ ქართველი რეჟისორების ფილმებს, ტარდება თემატური გამოფენები და დისკუსიები. 

ფესტივალი გახსნა გამოფენამ „ქართული კინოაფიშები ეროვნული არქივიდან“ ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაციით.