სამტრედიაში პოლიციის ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

ხანძრის შედეგად შენობაში 120 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სამტრედიაში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობას ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება „sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი.

ხანძარი ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ მახლობლად ლოკალიზებულია

თვითმხილველების განმარტებით,  ხანძარი პოლიციის  ყოფილ შენობაში დღეს დილით გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე  ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად შენობაში 120 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
ამ დროისთვის უცნობია თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

როგორც სააგენტოს  შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მოხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.