როგორ გავალამაზოთ საქორწილო დღესასწაული საქართველოში

Sputnik

გაზაფხულის მეორე ნახევარი — საქართველოში საქორწილო სეზონის პიკია. დიდი მარხვისა და აღდგომის დასრულების შემდეგ ბევრი წყვილი ინიშნება ან ქმნის ოჯახს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში, თუ როგორ შეიძლება ამ დღესასწაულის გალამაზება.

1 / 12
ქართული კომპანიები საკუთარ კლიენტებს სხვადასხვა აქსესუარების ფართო არჩევანს სთავაზობენ
2 / 12
საქორწილო ფესტივალზე საკუთარი პროდექცია დაახლოებით ორმოცმა კომპანიამ წარმოადგინა
3 / 12
წარმოდგენილ აქსესუარებს შორის იყო საქორწილო თაიგულები, სიმბოლური მოსართავები და საჩუქრები
4 / 12
სადღესასწაულო გარემოს მოწყობაში დიზაინერებსაც შეუძლიათ დახმარება
5 / 12
საქართველოში საქორწილო სალონები ვითარდებიან, და თუ ადრე ისინი მხოლოდ პატარძლის კაბებს სთავაზობდნენ მომხმარებლებს, ახლა უკვე მამაკაცებისთვისაც შეიძლება სამოსის შეძენა და ვარცხნილობის შეცვლა
6 / 12
ზოგიერთი საქორწილო სალონი მომხმარებელს სრული მომსახურების პაკეტს
7 / 12
როგორც წესი, ასეთი მომსახურებები იაფი არ ღირს, სამაგიეროდ ახალ დაქორწინებულებს დღესასწაულის დაგეგმვაზე ფიქრი აღარ მოუწევთ
8 / 12
მომსახურებებში ასევე შედის საქორწილო გადაღება, თუმცა ამას მექორწილეები წყვეტენ - თავად აირჩევენ ფოტოგრაფს და ოპერატორს თუ ორგანიზატორს მიანდობენ ამ ყველაფერს
9 / 12
ყველაზე მთავარი ქორწილში პატარძლის ბედნიერება და მისი კაბაა. თბილისში დღეისათვის ათობით მაღაზია და სალონი ფუნქიონირებს, რომლებშიც ერთმანეთისგან განსხვავებული კაბებია წარმოდგენილი
10 / 12
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქორწილო ტორტის მორთვა
11 / 12
საქორწილო სიმბოლიკით მორთული ჭურჭელიც საკმაოდ საჭირო ელემენტია საერთო სადღესასწაულო გარემოსათვის
12 / 12
საქართველოში, ქართველი წყვილების გარდა, საკმაოდ ხშირად ქორწინდებიან უცხოელებიც. ეს კი ქვეყანაში საქორწილო მომსახურებების სფეროს განვითარების ერთ-ერთი მიზეზია