თბილისი, 2 მაისი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება — ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 29-34 გრადუსამდე აიწევს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხუთშაბათს, 3 მაისს სანაპიროი რაიონებში პლუს 20-25 გრადუსია მოსალოდნელი.
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 4 მაისს >>
საქართველოს ზოგიერთ რაიონში პარასკევსა და შაბათს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამითა და საღამოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა პლუს 26-31 გრადუსს შეადგენს.
თბილისში ხუთშაბათს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო პარასკევსა და შაბათს საღამოსა და ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება. ჰაერის ტემპერატურა პლუს 28-30 გრადუსამდე აიწევს.