ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია

ინფორმაცია, რომ მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე თანამდებობას ტოვებს, ჯერ კიდევ გასულ კვირაში გავრცელდა.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ორი ახალი მოადგილე დანიშნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მთავრობის რეფორმა: რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი

პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავა პროფესორმა ზაზა ბოხუამ, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო.

კიდევ ერთი მოადგილე გახდა მიხეილ დუნდუა, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩაუდგა სათავეში. აქამდე დუნდუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ახალ თანამდებობაზე დუნდუამ ზაზა სოფრომაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა აპრილის ბოლოს საკუთარი სურვილით დატოვა. რაც შეეხება პირველი მოადგილის თანამდებობას, ის ვაკანტური იყო.

ახალი მოადგილეები საქმიანობას დღეს შეუდგნენ.