ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

მომდევნო ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მონაწილეობას მიიღებს, სტამბოლში დაიწყო
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР-ს განახლებულ რეიტინგში 79-ე პოზიციიდან 75-ზე გადაინაცვლა.

ბასილაშვილი ვერ მოხვდა ბუდაპეშტის ტურნირის ნახევარფინალში

ქართველი ჩოგბურთელის პროგრესი განაპირობა მისმა გამოსვლამ АТР 250-ის სერიის Gazprom Hungarian Open-ის ტურნირზე ბუდაპეშტში (უნგრეთი), სადაც ბასილაშვილმა მეოთხედფინალს მიაღწია. ამ სტადიაზე ის იტალიელ ანდრეას სეპისთან ანგარიშით 4:6, 6:7 დამარცხდა, თუმცა მან 45 სარეიტინგო ქულის გამომუშავება შეძლო, რამაც ის ოთხი სტრიქონით მაღლა აიყვანა.

მომდევნო ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მონაწილეობას მიიღებს, სტამბოლში 30 აპრილს დაიწყო და 5 მაისს დასრულდება. პირველ წრეში ქართველი სპორტსმენი 31 წლის ფრანგ ჟერემი შარდის (87) შეხვდება. ეს მატჩი 1 მაისს შედგება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტუნისის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა >>

АТР-ს სერიის ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 426 ათას ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია ხორვატი მარინ ჩილიჩი.