იტალიაში ქართველები ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქართველი მიგრანტები, რომლებიც ქურდობისთვის იძებნებოდნენ, პოლიციამ დებოშის დროს დააკავა
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. იტალიაში ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სიგნალიზაციამ იტალიაში 47 წლის ქართველი მამაკაცი „ჩაუშვა"

იტალიური მედიის ინფორმაციით, ქალაქ მანტუაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა საქართველოს სამი მოქალაქე ერთ-ერთ ბარში ადამიანზე თავდასხმის და რამდენიმე მაღაზიაში ჩადენილი ქურდობისთვის დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და გამვლელებს უმიზეზოდ ერჩოდნენ. მათი ძალადობის მსხვერპლი მოზარდი და მაღაზიის გამყიდველი აღმოჩნდა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ დაკავებულები ქურდობისთვის იძებნებოდნენ.

ბაქოში საქართველოს მოქალაქე დააკავეს >>

დაკავებულთა ასაკი 37 წელს არ აღემატება.