ლუკაშენკო: კვირიკაშვილი 75%-ით რუსი ადამიანია

ლუკაშენკოს განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური გამოეხმაურა
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 75%-ით რუსი ადამიანი უწოდა, როდესაც ბელარუს ხალხსა და ეროვნულ კრებას სიტყვით მიმართავდა.

პრეზიდენტის შვილები: ანა მარგველაშვილმა და ნიკოლაი ლუკაშენკომ ერთმანეთი გაიცნეს >>

გამოსვლაში ლუკაშენკო შეეხო სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკა ხელს არ შეუშლის მათთან ბელარუსის ურთიერთობების განვითარებას. მაგალითისათვის ლუკაშენკომ მოიყვანა წარმატებული ურთიერთობები მოლდოვასთან, შემდეგ საქართველოში ვიზიტი გაიხსენა.

ზრუნვა ბელარუსული აქცენტით, ანუ რაზე ისაუბრა ლუკაშენკომ თბილისში

„პრემიერი, როგორც ჩვენთან კობიაკოვი, მაგრამ ჩვენი პრემიერი 100 პროცენტით რუსია, იქ კი 75 პროცენტი რუსი ადამიანია. მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან და ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდი. ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებაზე“, — განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს მიმდინარე წლის მაისში ეწვია. ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

ლუკაშენკოს განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, რუსულ-ქართულ ურთიერთობებსა და საქართველოს მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრეს. 

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ": პრემიერის ინიციატივა აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის

„პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის მიმართ საქართველოში არავის აქვს აგრესია, ქვეყანაში რუსეთიდან 1.5 მილიონი ტურისტი შემოდის და არანაირი დაპირისპირება არ ხდება. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსი ბებია ჰყავდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ხალხთაშორისი, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები არსებობს. თუმცა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს წითელი ხაზები და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს,“ — აღნიშნავს პრესსამსახური.

ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ათ შეთანხმებას, რომელიც ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის, განათლებისა და საბანკო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.

ეს იყო ლუკაშენკოს საქართველოში რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, ბოლოჯერ მან საქართველო 2015 წელს მოინახულა.