თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. უჩვეულოდ დასრულდა ახალგაზრდა ქალბატონის ვიზიტი ოტოლარინგოლოგთან ქუთაისის კლინიკაში — მის ცხვირში რამდენიმე სანტიმეტრის სიგრძის მავთული აღმოაჩინეს, ნათქვამია ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა „გიდის" Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მავთული ცხვირიდან ამოუღეს და ახლა პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
მაგრამ ის, თუ როგორ აღმოჩნდა ეს საგანი ახალგაზრდა ქალის ცხვირში, ამოუხსნელ საიდუმლოდ დარჩა.