დაკავებულია მძღოლი, რომელიც ვანში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

შემთხვევის შედეგად შუახნის ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა დააკავეს BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, რომელიც ვანში ჯერ ელექტროგანათების ბოძს, შემდეგ ორ ფეხით მოსიარულეს შეეჯახა და მიიმალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავარია ვანში: დაღუპულია 50 წლამდე ქალი

ადგილზე დაიღუპა 50 წლამდე ქალი, მეორე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ის, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმის.