მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი იმართება - ვიდეოკადრები

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, მეიდანზე ორდღიანი სამეწარმეო მარკეტი იმართება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

მარკეტის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია. 

მარკეტზე წარმოდგენილია საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა  — სუვენირები, სამოსი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩირი, ჩაი, თაფლი და თაფლის პროდუქტები, აქსესუარები და სასურსათო პროდუქცია.

ღონისძიებას, რომელიც უკვე მესამედ ტარდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდა.

ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა ხვალ, საღამოს 22:00 საათზე დასრულდება.