საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეწვევა

უეს მიტჩელი თბილისში ნატო-საქართველოს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, ნათქვამია აშში-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს

უწყების ცნობით, უეს მიტჩელი ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ თბილისში ჩამოვა და ნატო-საქართველოს ფორუმში მონაწილეობას მიიღებს.

„მიტჩელი სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს ფორუმზე, ასევე, შეხვდება საქართველოს მთავრობის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრებს,"- ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკელი დიპლომატი საქართველოს შემდეგ უკრაინაში გაემგზავრება.