რა დაუჯდება თავდაცვის სამინისტროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმის ფარგლებში 26 მაისს გაიმართება შეიარაღების გამოფენა და ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონია
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის ზეიმტან დაკავშირებით 1,3 მილიონ ლარს გამოყოფს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კერძოდ, ტავდაცვის სამინისტრო გეგმავს შეიარაღების გამოფენას, ასევე ორი საგაფენო სივრცის მოწყობას. გარდა ამისა, თბილისსა და კიდევ ხუთ ქალაქში ახალწვეულები ფიცს დადებენ.

მიხეილ ჯანელიძემ დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებები წარადგინა

სამინისტრო სცენარისტის, რეჟისორისა და წამყვანის დაქირავებას გეგმავს, ასევე შეთანხმებების დადებას უცხოურ კომპანიებთან დამოუკიდებლობის დღის მზადებასთან დაკავშირებით.

ქვეყანა 2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. 26 მაისი ისტორიული თარიღია. დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სოციალური, პარტიული და რელიგიური კუთვნილებისა.

ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება.