ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყეს

პარასკევს საქართველოს ღირსებას ოლიმპიური ჩემპიონი დაიცავს
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik.  საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლო. ევროპის ჩემპიონატმა თელ–ავივში სტარტი 26 აპრილს აიღო.

Дзюдоист Важа Маргвелашвили проводит поединок в рамках чемпионата Европы

2016 წლის ევროპის ჩემპიონმა 66 კგ–მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა პირველ რაუნდში სენსაციურად დაუთმო გერმანელ მიხაელ ადამს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 136–ე ადგილზეა.

Дзюдоист Амиран Папинашвили проводит поединок в рамках чемпионата Европы

60 კგ–მდე წონით კატეგორიაში საქართველო ორი ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი – ამირან პაპინაშვილით (5) და ლუხუმ ჩხვიმიანით (12). ჩხვიმიანი, მარგველაშვილის მსგავსად, პირველივე რაუნდში დამარცხდა რუს ბესლან მუდრანოვთან (35). 

ქართველმა ძიუდოისტებმა ანკარაში სამი ოქროს მედალი მოიპოვეს

გაცილებით გამოცდილმა პაპინაშვილმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ტურნირის გამარჯვებულ რუს ისლამ იაშუევს (17) დაუთმო. ქართველი ძიუდოისტს მხოლოდ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი დარჩა, მაგრამ მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში პაპინაშვილი მუდრანოვთან დამარცხდა.

ტურნირის მეორე დღეს – 27 აპრილს, ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცებს შორის მედლების ორი კომპლექტი გათამაშდება. 73 კგ–მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებიდან იასპარეზებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშაი შავდათუაშვილი (4), ხოლო 81 კგ–მდე წონით კატეგორიაში კი ნუგზარ ტატალაშვილი (41).

Дзюдоист Лухум Чхвимиани проводит поединок в рамках чемпионата Европы

თელ–ავივში ევროპის ჩემპიონატი 28 აპრილამდე გაგრძელდება.