საქართველოს შიდა ავიარეისებზე ბილეთების ფასები ძვირდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ავიაკომპანია „აკ-ეართან“, რომელიც შიდა ფრენებს ახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოში დღეიდან  შიდა ავიარეისებზე ბილეთის ფასები იცვლება, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ქუთაისი-მესტიის ავიარეისზე ერთი გზა 50 ლარი ეღირება 40 ლარის ნაცვლად, ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფასი 25 ლარით იმატებს და 90 ლარი ხდება, თბილისი-ბათუმის ბილეთების ფასი კი 35 ლარით იმატებს და 125 ლარი ხდება.

უცვლელია მხოლოდ ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით მგზავრობა, რომლის ფასი 50 ლარია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული  ავიაკომპანია „აკ-ეართან“, რომელიც ახორციელებს კიდეც შიდა ფრენებს.