აჭარაში ტყე იწვის

ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფი აფერხებს
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik.  საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები შუახევის რაიონის სოფელ კობალთის ტყეში გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ, იუწყება Новости-Грузия უწყების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით. 

ხანძარი ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ მახლობლად ლოკალიზებულია

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 15:00 საათზე გაჩნდა – იწვის ხეები, ბლახი და ბუჩქები.

ხანძარს ექვსი სახანძრო ბრიგადა ებრძვის. ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფი ართულებს, რამდენადაც ტყის მასივი მთაზეა გაფენილი.

დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის გაჩენის საშიშროება არ არსებობს.

ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.