ხანძარმა ბათუმში, ე. წ. "იტალიურ ეზოში" რამდენიმე სახლი თითქმის სრულიად გაანადგურა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები შემთხვევის ადგილიდან
ხანძარი ცნობილ სასტუმრო-სამორინე Leogrand-თან ახლოს გაჩნდა, რომელიც ასევე დაიწვა 2017 წლის ნოემბერში. "იტალიურ ეზოში" ხანძარმა 400 კვ. მეტრის ფართობი მოიცვა. შედეგად შვიდი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა, ქალაქის მერია მათ დროებით საცხოვრებელს გადასცემს.