თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა სპორტმენმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ცოლი მოიყვანა.
ოლიპიური ჩემპიონის რჩეულია ანალიტიკური გამოცემა IAIP-ის დირექტორის, გოჩა მირცხულავას ნათესავი. მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში გამართული დღესასწაულის ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„აჰა, ჩემი მეოთხე ქალიშვილი და რიგით მეორე სიძე. ბედნიერება და წარმატებები ანუკის და ლაშას", — დაწერა მირცხულავამ ახალდაქორწინებულების ფოტოზე.
ლაშა ტალახაძე არის ოლიმპიური ჩემპიონი (2016), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2015, 2017) და ევროპის სამგზის ჩემპიონი (2016-2018). ასევე, ქართველი სპორტსმენი 2017 წელს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.
„ქართველი გოლიათის" რჩეულის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა, ასევე, ის არ არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელებში.