საქართველოს მოქალაქე რუსეთში მკვლელობაზე დააკავეს

ბრალდებულმა თავის ნაცნობს სულ მცირე შვიდი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ცხედარი დამარხა
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. მკვლელობის ბრალდებით კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, ორშაბათს სამართალდამცველებს მოკლულის შვილმა მამის გაუჩინარების შესახებ განცხადებით მიმართა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა  დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით მამაკაცის ცხედარი სახლთან ახლოს იპოვეს.

კრიმინალური სამყარო: ცნობილი გახდა „დედ ჰასანისა“ და „შაქრო მალადოის“ მემკვიდრის ვინაობა

გამოძიების მტკიცებით, კვირას საღამოს მამაკაცი იმყოფებოდა თავის ნაცნობთან, 60 წლის საქართველოს მოქალაქესთან სტუმრად, სადაც ისინი სპირტიან სასმელებს სვამდნენ. მათ შორის მოხდა ჩხუბი, ბრალდებულმა აიღო დანა და თავის ნაცნობს გულ-მკერდის არეში სულ მცირე შვიდჯერ ჩაარტყა.

უკრაინაში კრიმინალური ავტორიტეტი „სუმბატ ტბილისკი" დააკავეს >>

მიღებული ჭრილობებისგან დაშავებული ადგილზევე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა მოკლულის ცხედარი მიწაში ჩამარხა.

საქართველოს მოქალაქემ ჩადენილი დანაშაული აღიარა. მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია რუსეთის სსკ-ის მუხლით „მკვლელობა“, რაც 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.