თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ბათუმში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის, იუწყება ტელეარხი Imedi.
ხანძარი გოგებაშვილის ქუჩაზე გაჩნდა, სასტუმრო „ლეოგრანდის“ მახლობლად, სადაც გასულ ზაფხულში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
მარნეულში, სოფელ თაზაქენდში საცხოვრებელი სახლი იწვის >>
მედიის ინფორმაციით, სამი სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები. ამ ეტაპზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.