თბილისში ფსიქოტროპული აფთიაქი დააყაჩაღეს - დაჭრილია ფარმაცევტი

სამართალდამცავებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისში ფსიქოტროპული აფთიაქი დააყაჩაღეს, ფარმაცევტს კი ცივი იარაღით მსუბუქი ჭრილობა მიაყენეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ მოხდა.

ყაჩაღებმა წალკაში მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს

სამართალდამცავებმა წარსულში ნასამართლევი 2 პირი — 1976 წელს დაბადებული ა.ტ. და 1987 წელს დაბადებული გ.შ. ცხელ კვალზე, კახეთის გზატკეცილზე დააკავეს.

 „დაკავებულებმა ფსიქოტროპული აფთიაქის გამყიდველს ცივი იარაღის მუქარით, თანხა და პირადი ნივთები გასტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ქალს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს კლინიკაში სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში გაწერეს",- ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნაყაჩაღარი ნივთები — თანხის ნაწილი, აფთიაქის თანამშრომლის მართვის მოწმობა, საბანკო პლასტიკური ბარათები, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი და ის ტანსაცმელი ამოიღო, რომელიც დაკავებულებს ყაჩაღობის დროს ეცვათ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მუხლის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განმეორებით ჩადენილ ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.