საქართველოში ტყის ფონდს პირველად აღრიცხავენ

ტყის მასივების რეგულარული აღრიცხვა ათ წელში ერთხელ მოხდება პრემიერმა ტყის უკანონო ჩეხას ომი გამოუცხადა>>>
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოში ტყეების აღრიცხვა იგეგმება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში შედის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოში ტყეების ეროვნული აღრიცხვა არასდროს ჩატარებულა. შესაბამისი ცვლილებები „ტყის კოდექსში" შედის, რომლის ინიცირებაც საკანონმდებლო ორგანოში უკვე მოხდა. ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კახა კუჭავა, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე და გოგა გულორდავა არიან.

საქართველოს მასშტაბით მარტში ხე-ტყის უკანონო მოჭრის ასობით ფაქტი გამოვლინდა

კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ტყის ფონდის ეროვნული აღრიცხვის მიზანია საქართველოს ტყისა და მისი რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, ტყეების მდგომარეობაზე უწყვეტი მონიტორინგი და ტყესთან დაკავშირებული მონაცემების შესახებ საერთაშორისო ანგარიშგება.

სპეციალისტები ბორჯომის ტყის აღდგენის გეგმას განიხილავენ >>>

ცვლილებების თანახმად, ასევე შესაძლებელი გახდება ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც დაეხმარება ყველაზე ძნელად მისადგომ ადგილებში ტყეების მდგომარეობის შეფასებას როგორც პოლიტიკური, ისე გეოგრაფიული კუთხით.

ტყეების აღრიცხვის ფარგლებში გატარდება მრავალმიზნობრივი ინვენტარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს ტყის განვითარებისა და დეგრადაციის, მათი მრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ მონაცემების მიღებას.

პრემიერმა ტყის უკანონო ჩეხას ომი გამოუცხადა>>>

საქართველოში ტყის ფონდს 2,9 მლნ ჰექტარი ტერიტორია უკავია, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყითაა დაფარული, რაც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანი ტყეები დასავლეთ საქართველოშია. 1000-1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ტყეებში ფართოფოთლიანი ჯიშები ხარობს — მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი და ა.შ.