თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე 2018“ თბილისში 27-28 აპრილს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
რიგით მეექვსე ფორუმ-ფესტივალი, რომელსაც ტრადიციულად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს, ეძღვნება ცეკვის საერთაშორისო დღეს და 29 აპრილს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სამეცნიერო კონფერენციები, თემატური გამოფენა-პრეზენტაციები და დისკუსიები.
დასკვნით კონცერტზე, 28 აპრილს 10 ქორეოგრაფიული საუნივერსიტეტო ანსამბლი და ქორეოგრაფიის ფაკულტეტების სტუდენტები წარდგებიან.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება და ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციას ემსახურება.
ცეკვის საერთაშორისო დღე UNESCO-ს ინიციატივით 1982 წლიდან აღინიშნება.