აზერბაიჯანის მოქალაქე „იოლში" დანით შეიჭრა

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს, დანაშაულის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „იოლში" დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს, დანაშაულის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პირი 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ითვალისწინებს ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.