ქართველმა გვარდიელებმა ნორვეგიაში მერვე რეგიონის საველე სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

ვიზიტის მიზანი გვარდიებს შორის არსებული თანამშრომლობის გამყარება და გამოცდილების გაზიარება იყო
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა ნორვეგიაში საველე სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ინე ერიქსენ სორეიდემ და მისმა ქართველმა კოლეგა ლევან იზორიამ თბილისში 2017 წელს თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს ნორვეგიის მხარდაჭერას საქართველოს ეროვნული გვარდიის რეფორმირების საკითხში.  

ნორვეგიამ საქართველოს 4 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო

ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე რეგიონის საველე სწავლებაში ქართველმა გვარდიელებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიიღეს მონაწილეობა.

ვიზიტის მიზანი იყო გვარდიებს შორის არსებული თანამშრომლობის გამყარება და გამოცდილების გაზიარება იყო.

საქართველოსა და ნორვეგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 5 ივნისს დამყარდა.

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგებლობა  2012 წელს გაიხსნა.

საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიის (NORLAG) საშუალებით ნორვეგიის სამეფოს მთავრობა მონაწილეობდა სამართლისა და სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმის სრულყოფაში, ხოლო ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო (NRC) მუშაობდა დროებით ადგილნაცვალ პირთა დასახმარებლად. საქართველოში  NORLAG და NRC-ის მანდატები საქართველოში 2013 წელს დასრულდა.