სომხეთის საელჩოსთან თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართება

ერევანში 277 მომიტინგე დააკავეს
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. „გამოუცხადე სოლიდარობა სომეხ ხალხს“ — ამ მოწოდებით დღეს, 22:00 საათზე სომხეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია იგეგმება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi). 

„გამოუცხადე სოლიდარობა სომეხ ხალხს — მოდი დღეს აქციაზე. დღეს 22:00 საათზე სომხეთის საელჩოსთან. ყველანაირი პოლიტიკური განცხადებების გარეშე! ჩვენი მიზანია სომეხი ხალხის მხარდაჭერა!"- ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერევანში 200-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

ერევანში ათეულობით მომიტინგე დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი, ფრაქცია „ელკის“ დეპუტატები არარატ მირზოიანი და სასუნ მიქაელიანი. 

„ამ მომენტისთვის პოლიციის განყოფილებებში მიყვანილია 277 დემონსტრანტი“, — განუცხადა РИА Новости-ს სომხეთის 

პოლიციის კავშირგაბმულობის, ანალიზისა და მედიის განყოფილების უფროსმა, ედგარ ჯანოიანმა.

აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრობას აპროტესტებენ.