გურულები „ჰაიდელბერგცემენტის" წინააღმდეგ

აქციის მონაწილეების მტკიცებით, ქარხნის მიუშაობის გამო სოფელ ტაბანათსა და სუფსაში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სუფსაში მოქმედი ცემენტის ქარხნის მუშაობის წინააღმდეგია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

კასპელები ცემენტის ქარხანაში ჩინელების დასაქმებას აპროტესტებენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებმა დღეს პროტესტი დღეს ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთანაც გამოხატეს.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, ქარხნის მიუშაობის გამო სოფელ ტაბანათსა და სუფსაში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. 

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ცემენტის მტვერი მოსავალს ანადგურებს და მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ხოლო  იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არსებულ მდგომარეობას არ გამოასწორებს, მოსახლეობა რადიკალური ზომებით იმუქრება.