ყვავილების საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა „არტ ჰოლში“

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მასტერკლასი, სადაც საუბარი იქნება ბაღის დაგეგმვის ძირითად პრინციპებზე და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ვარდის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, კულტურის ცენტრ „არტ ჰოლში“, 28 და 29 აპრილს, „ვარდის სახლის” ორგანიზებით ტრადიციული ყვავილების საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ნათქვამია „ვარდის სახლის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დამთვალიერებელი ვარდის ყველაზე პოპულარულ სახეობებთან ერთად უცნობ და ეგზოტიკურ ჯიშებსაც იხილავს და ვარდის მოვლის პრინციპებს გაეცნობა.

თბილისის ბოტანიკური ბაღი მორიგი გამოფენისთვის GreenExpo ემზადება

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასი, სადაც ყვავილების მოყვარულები მიიღებენ რჩევებს, რა პრინციპით დაგეგმონ  ბაღის გაშენება, მოუარონ მცენარეებს და   როგორ ებრძოლონ მავნებლებსა და დაავადებებს. 

მასტერკლასი 18:30 საათზე დაიწყება და  20:00 საათამდე გასტანს. მასტერკლასზე დასწრება თავისუფლია. 

ღონისძიებაზე ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება გაეცნოს ვარდების კოლექციას, დასვას მისთვის საინტერესო კითხვები და მიიღოს კომპეტენტური პასუხები და რჩევები.