გორში დაკარგული არასრულწლოვანი დები რუსთავში იპოვეს

გოგონებს პოლიცია დაკითხავს და ფსიფოლოგი გაესაუბრება.
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. გორში დაკარგული არასრულწლოვანი დები, ანი და მარიამ მეგრელიშვილები პოლიციამ რუსთავში იპოვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

გორში გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან დას ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი რუსთავში მეგობრებთან იმყოფებოდნენ.

დები ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ. მათ ჯერ პოლიცია გამოკითხავს და ფსიქოლოგი გაესაუბრება, შემდეგ კი ოჯახში დააბრუნებენ.

16 წლის მარიამ და 17 წლის ანა მეგრელიშვილები 12 აპრილს გავიდნენ შინიდან, რის შემდეგაც ისინი აღარავის უნახავს. ხუთი დღის განმავლობაში, ოჯახი მათ საკუთარი ძალებით ეძებდა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი განცხადებით მიმართეს.