ღამის ნახევარმარათონი ბათუმში: ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა გადაიკეტება

პოლიციამ იმ ქუჩების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც The Great Batumi Night Race–ის დროს გადაიკეტება
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე, მასშტაბური ღამის ნახევარმარათონის The Great Batumi Night Race ჩატარებასთან დაკავშირებით, 21 აპრილს 19:00 საათიდან აიკრძალება, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოძრაობას გადაკეტავს შემდეგ ქუჩებზე: 

•შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი;

•შოთა რუსთაველის გამზირი;

•გოგებაშვილის ქუჩა (საპორტო რკინიგზის ლიანდაგამდე);

•პორტის შესახვევი;

•ზვიად გამსახურდიას ქუჩა (პორტის შესახვევიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე);

•მერაბ კოსტავას ქუჩა (ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ბოლომდე);

•კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (მერაბ კოსტავას ქუჩიდან რევაზ კომახიძის ქუჩის კვეთამდე);

•რევაზ კომახიძის ქუჩა (კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე);

•ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (რევაზ კომახიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე);

•ზურაბ გორგილაძის ქუჩა (ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთამდე);

•ვაჟა ფშაველას ქუჩა (ზურაბ გორგილაძის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირის კვეთამდე);

•მემედ აბაშიძის გამზირი (ვაჟა ფშაველას ქუჩიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე);

•კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა (მემედ აბაშიძის გამზირიდან რუსთაველის გამზირამდე);

•გმირთა ხეივანი (იუსტიციის სახლიდან ტბელ აბუსერიძის გზატკეცილამდე);

•ტბელ აბუსერიძის ქუჩა (შეიხის წრიულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე);

•აეროპორტის გზატკეცილი (ტბელ აბუსერიძის წრიულიდან აეროპორტის წრიულამდე);

•ახალი გზა (აეროპორტის წრიულიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე).

ბათუმი მსურველებს ღამის გარბენში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ბათუმში 21 აპრილს პირველად გაიმართება მასშტაბური ღამის ნახევარმარათონი The Great Batumi Night Race.

დაგეგმილია მარათონის რამდენიმე სახეობა: ნახევარმარათონი — 21,1 კმ და მხიარული გარბენი (დაახლოებით 10 კმ). გარბენის დროა 18:00-23:00. ნახევარმარათონის გამარჯვებული სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდება.

კიდევ ორი მარათონი ბავშვებისთვის გაიმართება: — 6-9 წლის (500 მეტრი), 10-13 წლის (1 კმ) ასაკისთვის. ბავშვებისთვის მარათონში მონაწილეობა უფასოა, ხოლო უფროსები 20 ლარიდან ზევით თანხას გადაიხდიან.