რამდენი მარტოხელა მშობელია საქართველოში

მარტოხელა მშობლებისთვის პრაქტიკულად არანაირი შეღავათები არ არის გათვალისწინებული
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი, 2018 წლის 15 მარტის მონაცემებით, 2,4 ათასზე მეტ ადამიანს აქვს, იუწყება ტელეარხი Imedi ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის ანგარიშზე დაყრდნობით. 

რამდენია 2017 წლის განმავლობაში საქართველოში განქორწინებული წყვილების რაოდენობა

ფონდის სპეციალისტებმა ანგარიში პროექტ „მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირების“ ფარგლებში მოამზადეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ერთადერთი შეღავათი მარტოხელა მშობლებისთვის – 3 ათას ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაა. 

ამასთან, ეს შეღავათი მხოლოდ მარტოხელა დედებს ეხება, მამები კი დისკრიმინაციის მსხვერპლი არიან, აღნიშნულია ფონდის ანგარიშში.