საქართველოს მთავრობას ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს

აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ნათია მიქელაძე დანიშნა. 

მთავრობის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს

აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 აპრილს შალვა თადუმაძე, რომელსაც აღნიშნული პოზიცია 2012 წლიდან ეკავა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

„მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ნათია თავისი გამოცდილებით, საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომით, წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანას. მინდა, წარმატება ვუსურვო ნათიას ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი სიტყვებით,  მიქელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი იყო  როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ასევე ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე,  ხოლო ბოლო პერიოდში მას შალვა თადუმაძის მოადგილის პოსტი ეკავა.