მეიდანზე „მაჭახელა“ იწვის

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი რესტორნის მესამე სართულზე გაჩნდა.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ძველ თბილისში, მეიდანზე, რესტორან „მაჭახელაში“ ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი რესტორნის მესამე სართულზე გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრ–სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის გაძლიერებას ქარიც უწყეობს ხელს.

რესტორნიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა.

ამ დროისთვის ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია.