მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი საქართველოში სტარტაპების განვითარებას შეუწყობს ხელს

სტარტაპების ლაბორატორიის გახსნის შემდეგ ქართველი სტუდენტები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტების დახმარებით შეძლებენ ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებას
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik.  კავკასიის რეგიონში პირველად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) საქართველოში სტარტაპების გლობალურ ლაბორატორიას შექმნის, ნათქვამია საგაქრთველოს განათლებისა და მეცნიერების პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გლობალური ლაბორატორიის შექმნა ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას  მისცემს მსოფლიოს საუკეთესო სამეწარმეო კულტურა გაიზიარონ და ინოვაციური ბიზნესი შექმნან. პროგრამაში სტუდენტების სწავლის საფასურს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სრულად დაფარავს. 

ქართველმა მოსწავლემ მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის გრანტი მოიპოვა

სტარტაპების ლაბორატორიის გახსნის შემდეგ ქართველი სტუდენტები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტების დახმარებით შეძლებენ ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებას. უცხოელი სპეციალისტები  მათ ასევე დახმარებას გაუწევენ აღნიშნული პროექტების საერთაშორისო ბაზარზე გატანაში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორმა მიხეილ  ბატიაშვილმა MIT–თან  თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელიც  ოფიციალურად 1861 წელს დარეგისტრირდა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართელებით მსოფლიოში ერთ–ერთი მოწინავეა. ინსტიტუტი მრავალ დარგშია ცნობილი, მათ შორის, მენეჯმენტის, ეკონომიკის, ლინგვისტიკის, პოლიტიკური მეცნიერებებისა და ფილოსოფიის მიმართულებით.