თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ქართველმა მოცურავემ ირაკლი რევიშვილმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების ღია პირველობაზე რევიშვილი თავისუფალი სტილით ცურვაში 50, 100, 200 და 400 მეტრ დისტანციაზე საუკეთესო იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველი მოცურავის ასპარეზობა 400-მეტრიან დისტანციაზე, რომელიც რევიშვილმა ოთხ წუთში გაცურა და სეზონში საუკეთესო დრო აჩვენა.
2016 წელს რევიშვილი წარმოადგენდა საქართველოს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე. ის ასპარეზობდა თავისუფალი სტილით ცურვაში 400-მეტრიან დისტანციაზე, მაგრამ გამოსვლა საკვალიფიკაციო რაუნდში დაასრულა.