„ერისიონი“ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა სარეაბილიტაციო სასტუმროს ასაშენებლად დაიხარჯება
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ გამართავს საქველმოქმედო კონცერტს „ბერი ანდრიას ფონდის“ ბენეფიციარების — სიმსივნით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად.

კონცერტი 19 აპრილს, 19 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგება. ანსამბლი წარმოადგენს შოუ-პროგრამას „ქართული საგანძური“.

ბავშვებში ტვინის სიმსივნე: სპეციალისტმა მიზეზები დაასახელა

ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხა მოხმარდება „ბედნიერი სახლის“ აშენებას. „ბედნიერი სახლი“ — სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის კავკასიაში პირველი სარეაბილიტაციო ცენტრია, სადაც ბავშვები და მათი ოჯახები პროფესიულ მომსახურებას აბსოლუტურად უფასოდ მიიღებენ.

სარეაბილიტაციო სახლი ერთდროულად სადღეღამისო რეჟიმში 20 ბავშვსა და მათ მშობლებს მოემსახურება.

სარეაბილიტაციო სახლისთვის მიწის ნაკვეთი გამოყო სახელმწიფომ, თუმცა პროექტის განსახორციელებლად ფონდს საკმარისი თანხა არ გააჩნია და ის, ძირითადად, შემოწირულობების ხარჯე არსებობს.

ლეგენდარული "ერისიონი": როგორ ტარდება ცნობილი ანსამბლის რეპეტიცია >>

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე.

ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს დაარსდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.