ქვემო ფონიჭალაში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მსუბუქი ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა,  იუწყება ქართული  მედია. 

ავარია ოზურგეთში - ხუთი დაშავებული და ერთი გარდაცვლილი

შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში დღეს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ქუჩაზე  გადადიოდა. დაშავებული  სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც  გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.