ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ დავით ბადურაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პოლკოვნიკ იოსებ ნიკოლეიშვილს უფლებამოსილების გადაბარება მიულოცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თელავში ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ  ბრიგადას პოლკოვნიკ დავით ბადურაშვილის ნაცვლად პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. 

საქართველო შეიარაღებაზე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 20 პროცენტს დახარჯავს

საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის გარდა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული  ირაკლი ქადაგიშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პოლკოვნიკს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ 2018 წლის მეორე ნახევრიდან აქტიური რეზერვის პირველი ნაკადის მიღებაა დაგეგმილი, რომელიც რეზერვის ახალი კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება.

„ახალ მეთაურს მოუწევს ახალი ამოცანების შესრულება. მთავარი ფოკუსი მომავლის საქმიანობისა იქნება ახალი სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება და ამოქმედება, სწორედ ამ ფუნქიების განხორციელებაში პოლკოვნიკს ვუსურვებ წარმატებას“,  — განაცხადა ლევან იზორიამ.

ცერემონიალზე სიტყვით მიმართვისას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ბრიგადის ყოფილ ხელმძღვანელს,  პოლკოვნიკ დავით ბადურაშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.