თბილისის ცენტრში ღამით ტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტება

თბილისის ერთ–ერთ ცენტრალურ ქუჩაზე პანდუსებს გაწმენდენ
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების გამო შეიზღუდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

კალაძე: თბილისი ყველაზე სუფთა ქალაქი უნდა იყოს

კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“, რომელიც დედაქალაქში სისუფთავეზე აგებს პასუხს, სპეცტექნიკის გამოყენებით გმირთა მოედანზე პანდუსებს და იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდს მორეცხავს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე გმირთა მოედანზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება — გადაიკეტება პანდუსზე ასასვლელი ხუთივე მონაკვეთი. ასევე, ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ გასულ კვირაში, ქალაქის მთავრობის სხდომაზე შესაბამის სამსახურებს ქალაქში მასშტაბური საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება დაავალა.