ქეთევან ინჯგია: პირის ღრუს მოვლისთვის აუცილებელია სწორად ავარჩიოთ ჯაგრისი

სტომატოლოგი ქეთევან ინჯგია ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „ექიმის საათი“ საუბრობს პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე.
Sputnik

„უშაქრო საღეჭ რეზინს გამწმენდი ფუნქცია აქვს, მაგრამ მხოლოდ ათი წუთის განმავლობაში, შემდეგ ის წარმოადგენს კარიესის გამომწვევ მიზეზს.“ — განაცხადა ქეთევან ინჯგიამ.
სტომატოლოგის განმარტებით, პირის ღრუს სავლების გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე  აკრძალულია, რადგან არსებობს სამკურნალო სავლებები და ჰიგიენისთვის განკუთვნილი სავლებები, რომლებსაც კონკრეტული დანიშნულება აქვთ.