ქართველი მოჭადრაკე ევროპის ჩემპიონატზე ლიდერთა სამეულს დაუბრუნდა

უახლოეს ტურში ქართველი მოჭადრაკე ქალი ტურნირის ლიდერს – რუს ვალენტინა გუნინას შეხვდება
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ქალთა შორის საქართველოს ჭადრაკის ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ევროპის ჩემიონატის მეექვსე და მეშვიდე ტურებში 1,5 ქულა მოიპოვა და ლიდერთა შორის დაბრუნდა. კონტინენტის პირველობა ამ დღეებში სლოვაკეთის ქალაქ ვისოკე–ტატრიში მიმდინარეობს.

ტურნირის მეექვსე დღეს ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით მოუგო აზერბაიჯანელ გიუნაი მამედზადეს, ხოლო მეშვიდე ტურში შავი ფიგურებით – სომეხ ელინა დანიელიანს.

ბათუმში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში მამაკაცთა შორის

შვიდი ჩატარებული ორთაბრძოლის შემდეგ ქართველ მოჭადრაკეს 5,5 ქულა აქვს. ამდენივე ქულა აქვს უკრაინელ ანა უშენინას, მაგრამ ის დამატებიითი მაჩვენებლებით უსწრებს ძაგნიძეს. ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი კვლავ რუსი ვალენტინა გუნინაა 6 ქულით.

ძაგნიძის გარდა კონტინენტის პირველობაში საქართველოდან კიდევ ექვსი მოჭადრაკე მონაწილეობს: ლეილა ჯავახიშვილი (VII ტურის შემდეგ 24–ე ადგილი), ბელა ხოტენაშვილი (43), სალომე მელია (41), მერი არაბიძე (34), ნინო ბაციაშვილი (54) და მირანდა მიქაძე (74).

მერვე ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით გუნინასთან ითამაშებს და მოგების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილი პირველ ადგილს დაიბრუნებს.

ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში 11 ტურისგან შედგება. ის 20 აპრილამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 75 ათასი ევრო. გამარჯვებული მიიღებს 11 ათასს, ვერცხლის პრიზიორი – 9 ათასს, ხოლო ბრინჯაოს – 7 ათასს.

„ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონია">>

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნანა ძაგნიძეა. მან ეს ტიტული გასულ წელს რიგაში მოიპოვა.