იუმორისტული პროექტი Comedy Woman ფესტივალს ბათუმში გამართავს

სოციალურ ქსელებში არცთუ დიდი ხნის წინ გამოჩენილი Comedy Woman–ის მონაწილეთა ვიდეო–რგოლების ინტრიგა ამოხსნილია
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ბათუმში პირველი საერთაშორისო ფესტივალი Comedy Woman  31 მაისი – 3 ივნისის პერიოდში ჩატარდება. ამის შესახებ Instagram–ზე ტელეპროექტის ავტორმა, მსახიობმა და Comedy Woman–ის მონაწილე ნატალია ანდრეევამ დაწერა.

 „ინტრიგა აღარ არსებობს! ჩვენ თქვენ პირველ საერთაშორისო ფესტივალ #ComedyWoman ბათუმში!!!  გიწვევთ. თქვენ იმდენი რამ გელოდებათ. მალე შედით  აქ @batumimf, სადაც თქვენთვის საჭირო ყველა ინფორმაციას  იპოვით და ლენტაში 😊 #batumimeetsfriends ყველაზე ახალ ამბებს გაიგებთ“, – დაწერა ანდრეევამ. 

 

 აი, თურმე, რატომ  სწავლობდნენ გოგონები ზაფხულის სეზონისთვის აუცილებელ სიტყვებს: ზღვა, მამაკაცი, მზე. ფესტივალის დაწყების თარიღი და სხვა დაწვრილებითი ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მალე გამოქვეყნდება.

უჩვეული რგოლი „ვსწავლობთ ქართულს Сomedy Woman–თან ერთად”  იუმორისტული პროექტის მონაწილე  ეკატერინა სკულკინას Instagram–გვერდზე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა.