ზესტაფონში გამომძალველები დააკავეს - ვიდეოკადრები

დაკავებულები წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირები არიან
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა ზესტაფონში გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით 38 და 36 წლის ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი პირები არიან.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებს, რომლებიც ერთი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან, კიდევ ერთი თანამზრახველი, 34 წლის მამაკაცი ჰყავდათ. ის ქურდული სამყაროს წევრობისათვის მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს.

გასულ წელს ზესტაფონში სამივემ ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყვეს და ხელკეტით სცემეს. ისინი მოქალაქეს მოკვლით ემუქრებოდნენ და 15 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას უკანონოდ სძალავდნენ.

ოდესაში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს >>

გამოძიება გამოძალვის და ძალადობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.